''ჩაკვეტაძე ჰამბურგისთვის ახალი ქარია'' - გერმანული მედია ქართველს აქებს
ავტორი: Salo Qobalia • 20-02-2022, 01:13

''ჰამბურგში'' გიორგი ჩაკვეტაძის პროდუქტიულობა სათამაშო დროის ზრდასთან ერთად მატულობს.
გერმანული კლუბის რიგებში მესამე მატჩი ''ზანდჰაუზენთან'' ჩაატარა, ამჯერად ქომაგებს თავი შესანიშნავი დრიბლინგით დაამახსოვრა, თუმცა ბრწყინვალე გარღვევის გოლად დასრულების შანსი ვერ გამოიყენა, კარისკენ არაზუსტად დაარტყა.

გერმანული Abendblatt-ის ჟურნალისტი ჰენრიკ იაკობსი აღნიშნულ მატჩს გამოეხმაურა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩაკვეტაძე თამაშში ჩართვის შემდეგ გუნდის შეტევით პოტენციალს აძლიერებს, რაც როგორც ''ზანდჰაუზენთან'', ასევე გასულ ორ მატჩშიც ნათლად გამოჩნდა.
იმ ფაქტს, რომ ჩაკვეტაძის მოედანზე შემოსვლით ''ჰამბურგის'' შეტევითი პოტენციალი ძლიერდება, ავტორი მხატვრულად გადმოგვცემს. ანალოგიურად, მხატვრულად გადმოგვცემს ''ჰამბურგის'' ნახევარმცველის, მორიც ჰაიერის ცუდი სათამაშო ფორმის შეფასებს.
''ჩაკვეტაძეს ''ჰამბურგის'' თამაშში ახალი ქარი, სუფთა ჰაერი შემოაქვს, მორიც ჰაიერი კი ყველაფერს შტორმივით ანადგურებს''.
რაც შეეხება სტატისტიკას, ''ზანდჰაუზენთან'' ჩაკვეტაძის შესრულებული სამი დრიბლინგიდან სამივე წარმატებული იყო. მისი 35 პასიდან მხოლოდ ერთი გამოდგა არაზუსტი, დაბალ ბურთზე 7-დან 4 დუელი მოიგო, ჰაერში 2 დუელიდან ორივე დათმო და ერთხელ დაჯარიმდა.
მეორე ბუნდესლიგას ''ვერდერი'' 42 ქულით ლიდერობს. ბრემენულ კლბს ''ჰამბურგი'' და ''სანქტ. პაული'' 1 ქულით ჩამორჩებიან.
''ჰამბურგი'' შემდეგი ტურის შეხვედრას საკუთარ კედლებში ჩემპიონატის ლიდერ ბრემენის ''ვერდერთან'' გამართავს (27 თებერვალი).