გუარდიოლა: "ტოტენჰემს მომაკვდინებელი შეტევა ჰყავს"

ავტორი: Salo Qobalia • 20-02-2022, 01:11



პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. გათამაშების ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ ანტონიო კონტეს „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გუარდიოლა:
 „დამატებით წუთებზე გავათანაბრეთ, კიდევ ერთი გოლის გატანა ვცადეთ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. რთულია, როდესაც მეტოქე ასე ღრმად იცავს თავს. არაერთი მომენტი გვქონდა, მაგრამ ორზე მეტი გოლი ვერ გავიტანეთ.
 „ტოტენჰემს“ მომაკვდინებელი შეტევა ჰყავს. კეინი, კულუსევსკი, სონი.. ჩაწოდებების დროს თავი ვერ დავიცავით. კარგად ვიცით, როგორი რთულია პრემიერ ლიგის მოგება და ეს წაგება არ გვჭირდებოდა. წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი.“



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია