„ჩაკი ტიმ ვალტერის მთავარი ჯოკერია" - Bild გიორგი ჩაკვეტაძეზე წერს
ავტორი: Salo Qobalia • 18-02-2022, 01:22

გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ, Bild-მა გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა. მასში საუბარი „ჩაკვეს“ მიერ გასულ მატჩებში ნაჩვენებ თამაშზეა საუბარი და Bild-ს „ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელის, ტიმ ვალტერის სიტყვებიც მოჰყავს, რომელიც „როტოზენის“ თავკაცმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.
„გიორგი ჩაკვეტაძემ მალევე გვაჩვენა, რომ რაღაცის გაკეთება ნამდვილად შეუძლია. დარმშტადტთან და ჰაიდენჰაიმთან გამართულ შეხვედრებში, რომლებშიც მას არც თუ ისე დიდი დრო მიეცა, ქართველმა ფეხბურთელმა კარგად იასპარეზა. ტიმ ვალტერს ჩაკვეტაძის გამოყენება როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე გარემარბად შეუძლია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამ პოზიციებზე სასტარტოში ადგილები დაკავებულია. ამიტომ, გიორგი ჰამბურგის მე-12 ნომერი (სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერების მთავარი კანდიდატი) გახლავთ და ჩაკი ვალტერის მთავარი ჯოკერია.
„მას დრო სჭირდება, რათა უმაღლეს დონეს მიაღწიოს. იგი მოდის გუნდიდან, სადაც მას ხშირად არ იყენებდნენ და ბოლო პერიოდში ბედნიერი არ ყოფილა. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ბიჭს პროგრესი აქვს, მაგრამ 100 პროცენტით მზად ჯერ არაა და ცოტა დრო კიდევ სჭირდება“, - აცხადებს ვალტერი და ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთი მატჩის მოსაგებად ემზადება“, - წერს Bild.
შეგახსენებთ, რომ „ჰამბურგს“ 40 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება. „როტოზენი“ 19 თებერვალს „ზანდჰაუზენს“ ხვდება, რომელიც 24 ქულით მე-15 პოზიციაზეა, თუმცა ბოლო 3 შეხვედრაში 2 მოგება და 1 ფრე გაახერხა.