"მესი პსჟ-სთვის ზედმეტი ტვირთია", - პარიზელთა ყოფილი ფეხბურთელი
ავტორი: Salo Qobalia • 18-02-2022, 01:21

"პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯერომ როტენმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის "რეალთან" (1:0) შეხვედრის შემდეგ, თავდამსხმელი ლიონელ მესი გააკრიტიკა:
"ამჟამად ეს არის შერჩევის შეცდომა. რა თქმა უნდა, მაისურების გაყიდვის კუთხით, ლეო მესის ტრანსფერი მშვენიერია. ხალხი მიდის მისი პსჟ-ში თამაშის საყურებლად.
უნდა ვაღიაროთ, რომ მას სპორტული კუთხით პსჟ-სთვის არაფერი მოაქვს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მადრიდის რეალთან თამაში არის დიდი მატჩი, სადაც დიდი მოთამაშეების გაბრწყინებას ველით.
დღეს ის იყო მთავარი ბალასტი. ტექნიკური შეცდომები, წაგება, პენალტის გაცდენა, მაგრამ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ეს ყველაზე კარგად ჩანს მის ქცევაში.
ბუცებს უყურებს და ეტყობა უკმაყოფილოა. როდესაც ის ურტყამს ჯარიმებს, უცნაურად გამოიყურება", - განაცხადა როტენმა "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის შესახებ.