კაპელო: "პერსპექტივაში, იუვენტუსმა ახალი იბრაჰიმოვიჩი გაიფორმა"

ავტორი: Salo Qobalia • 18-02-2022, 01:18



ფაბიო კაპელო TuttoSport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მოახლოებულ ტურინულ დერბის გამოეხმაურა და ამის გარდა, მან დუშან ვლაჰოვიჩი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა.
"ვლაჰოვიჩი? ის ძალიან ახალგაზრდაა, აქვს ფიზიკური ძალა, სიჩქარე, ინტუიცია. მე ვურჩევდი, რომ ყოველთვის იმუშაოს თავის ტექნიკაზე, იმის საფუძველზე, რაც ჯერ კიდევ აკლია ან კიდევ რისი გაუმჯობესება შეიძლება.
სწორედ ამას ვაიძულებდი იბრაჰიმოვიჩს, როცა ის იუვენტუსში გადავიდა და მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. იუვე ვლაჰოვიჩთან ერთად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო.
ის კარგად თამაშობს მოედანზე და ვფიქრობ, რომ როცა მოახერხებს მოწინააღმდეგეების წნეხისგან თავის დაღწევას, ძალიან, ძალიან საშიში იქნება", - განაცხადა კაპელომ.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია