ნათელმხილველმა ლელა კაკულიამ ქართველებისთვის მეგა წინასწარმეტყველება გაავრცელა

ავტორი: Salo Qobalia • 17-02-2022, 21:18



ნათელმხილველმა ლელა კაკულიამ ქართველებისთვის მეგა წინასწარმეტყველება გაავრცელა

წინასწარმეტყველებები სოციალურ ქსელში არქივიდან ვრცელდება:

"ინტერვიუ არქივიდან: რუბრიკა „...და მე გეტყვით თქვენ“

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, 2006 წლის ივნისი.

„ჩემი საქართველოს, ჩემი ქართველების სიყვარულს, მათზე ფიქრსა და ზრუნვას კი ვერავინ დამიშლის. მე თითოეული ქართველის გულში ჩავიხედე და იქ იმედის მარცვალი ჩავდე, რწმენის ნაპერწკალი კიდევ უფრო გავაღვივე და სიხარულით ავავსე ასობით ათასი ადამიანი“

— ქალბატონო ლელა, თქვენ ყოველთვის არიდებდით თავს ტელეკრანზე გამოჩენას და უარს ეუბნებოდით გადაღებაზე საქვეყნოდ ცნობილ „დისქავერისა“ (რომელიც მაღალ ჰონორარსაც გთავაზობდათ) და რუსულ ОРТ-ს, ახლოს არ გაიკარეთ „რუსთავი-2“, მიუხედავად იმისა, რომ თავგამოდებით ცდილობდა თქვენი გადაღების უფლების მიღებას. გასულ თვეში კი იოლად დათანხმდით ტელეკომპანია „მზის“ წარმომადგენელს გადაცემა „ტაბუში“ მონაწილეობაზე. მხოლოდ ეგ კია, გადაცემის წამყვანს — მარინა სალუქვაძეს, საკუთარი პირობები წაუყენეთ და მთლიანად დაარღვევინეთ ჩვეული ფორმატი. საინტერესოა, რატომ? ტელეკომპანია „მზე“ რაიმე ნიშნით გამოარჩიეთ თუ მიზეზი სულ სხვა იყო?

მრავალი წლის განმავლობაში რეგულარულად ვაწვდიდი პერიოდული გამოცემებით, როგორებიცაა: „ახალი დვრიტა“, „შანსი“, „ასავალ-დასავალი“, „ფენომენი“ და სხვა; 2004 წლის დასაწყისში გამოვეცით წიგნი, ხოლო წელს გაჩნდა ეს გაზეთი. ასე რომ, ფართო საზოგადოებას მოწყვეტილი, პრაქტიკულად, არასდროს ვყოფილვარ. მიმაჩნდა, რომ იმ ეტაპზე ინფორმირების ასეთი ფორმა სავსებით საკმარისი იყო. ამიტომაც ვაბრუნებდი სასტიკი უარით სხვადასხვა ტელეკომპანიებს — არ ვთანხმდებოდი ეთერით საჯარო გამოსვლებზე. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ დადგებოდა დრო, ჟამი ძლიერი შეჭირვებისა, როცა ტელევიზიით ხალხის წინაშე გამოსვლაზე უარს აღარ და ვეღარ ვიტყოდი.

და მართლაც, როცა დავინახე, რომ ჩემს ხალხში უიმედობამ დაისადგურა და ის ფსიქოზის ზღვარზეა, ანუ დადგა დრო, როცა საჭირო ხდება, ღმერთის სახელით, ყველას ერთად შემოუძახო და ფეხზე წამოაყენო, იმედი ჩაუსახო და გაამხნევო, დავთანხმდი „მზის“ შემოთავაზებას. ტელეეთერი ხომ საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ერთდროულად ესაუბრო მთელ ერს.

— თქვენი სატელევიზიო გამოსვლა საზოგადოებაში დიდი მსჯელობის საგნად იქცა. ადამიანები აღფრთოვანებას ვერ მალავენ მოსმენილისა და ნანახის გამო. ამბობენ, რომ ეს იყო ძალზე შთამბეჭდავი და დამაჯერებელი გამოსვლა; რომ ეს იყო ბოლო წლებში მოსმენილი ყველაზე იმედიანი და, რაც მთავარია, სარწმუნო სიტყვები.

— მართლაც უამრავმა აღფრთოვანებულმა ადამიანმა დამირეკა. ზოგი მათგანი სიხარულისგან ტიროდა კიდეც. ისინი მადლობას მიხდიდნენ, რომ „დუმილი დავარღვიე“ და პირადად, ხმამაღლა ვთქვი ის, რასაც უფლის ნებითა და განგებულებით ვხედავ. ჩემი ნათქვამი სწორედ ამიტომ იყო დამაჯერებელი და სარწმუნო, ამიტომ იყო ასე შთამბეჭდავი.

— განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივამ. მართალია, ჩვენ გამუდმებით გვესმის ლოზუნგები და დაპირებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამ დაპირებისა არ ეჯერა. თქვენ კი დაგიჯერეს.

— ჩემო საყვარელო ქართველებო, ჩემო ხალხო! ჩემი სატელევიზიო გამოსვლა სწორედ თქვენს გამხნევებას ისახავდა მიზნად. კიდევ ერთხელ გეტყვით: საქართველო გამთლიანდება და ამას ჩვენ ყველანი მალე ვიხილავთ საკუთარი თვალით. ჩემი გამწარებული და გაწამებული ლტოლვილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. გჯეროდეთ და გწამდეთ ამისა. ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, უფლის უზენაესი ნებაა და აღსრულდება წინასწარმეტყველება.

აქვე მინდა განსაკუთრებულად გავაფრთხილო გალის მოსახლეობა. გახსოვდეთ, აუცილებლად დაბრუნდით გალში. ვხედავ, რომ ზოგი თქვენგანი უარს იტყვის აფხაზეთში წასვლაზე და იცოდეთ, ეს უგუნურება უფლისაგან დაისჯება.

— საქართველო კიდევ უფრო ადრე დაკარგულ მიწებსაც იბრუნებსო, ბრძანეთ.

— დიახ! ჩვენ შემოვიერთებთ საინგილოს და დავიბრუნებთ სოჭს. დაუჯერებელია? დრო მოვა და ყველა ურწმუნო ქედს მოიდრეკს ჩემი წინასწარმეტყველებების წინაშე.

— ქალბატონო ლელა, ვიცი, რომ არ გიყვართ პასუხის გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ თქვენს ფენომენში და ცდილობენ, სუსტი წერტილი მოუნახონ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს; არც ისეთებს გამოხმაურებიხართ, რომლებიც უბოდიშოდ ითვისებენ რამდენიმე წლის წინ პრესაში გამოქვეყნებულ თქვენ ხედვებს; მაგრამ იქნებ ახლა ორიოდ სიტყვა მაინც მითხრათ წარსულში ქართული პრესის ლიდერად მიჩნეული გაზეთის შვილობილ გამოცემაში დაბეჭდილ იმ უარყოფით წერილზე, რომელიც თქვენს სატელევიზიო გამოსვლას მოჰყვა.

— მე არც პასუხს გავცემ მათ და არც არავის დარწმუნებას შევეცდები. ყველაზე კარგი მსაჯული ხალხია და ის თავად გამოიტანს დასკვნას — ვინ ყალბია და ვინ — ჭეშმარიტი, ვინ — სიკეთის მსახური და ვინ — ბოროტისა.

ჩემი საქართველოს, ჩემი ქართველების სიყვარულს, მათზე ფიქრსა და ზრუნვას კი ვერავინ დამიშლის. მე თითოეული ქართველის გულში ჩავიხედე და იქ იმედის მარცვალი ჩავდე, რწმენის ნაპერწკალი კიდევ უფრო გავაღვივე და სიხარულით ავავსე ასობით ათასი ადამიანი. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი და ამიტომ სრულიად არ მაინტერესებს, რას დაწერს ერთი, არცთუ კარგი რეპუტაციის გაზეთის, ასევე არცთუ კარგი რეპუტაციის ჟურნალისტი. წერილის ავტორი „გუშინდელი ბიჭი“ არ არის; ის კარგა ხანია, ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ... რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სწორედ ასეთებმა მოკვეთეს მკლავი სვეტიცხოვლის ამგებს, რატომ კარგი აგიგიაო!

უფალი ყველას თავისას მიუზღავს. გარდა იმისა, რომ მე ამისა მწამს და მჯერა, ვხედავ კიდეც! ყველაფერს ვხედავ!!!
გული არ მითმენს, არ გავაფრთხილო და რჩევა არ მივცე წერილის ავტორს: მართალია, ფსევდონიმს ამოეფარეთ, მაგრამ კარგად ვიცი თქვენი ნამდვილი გვარ-სახელი და სრულიად არ გამჭირვებია დამენახა თქვენი ცხოვრება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვით უყურებთ ჩემს ხედვებს, მაინც გეტყვით: ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კერძოდ კი, მხედველობას. მომავალში ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები გექნებათ.

ამ თემაზე მეტის თქმას აღარ ვაპირებ. ისედაც ბევრი დამტყუეთ.

— მაშინ, თუ ნებას დამრთავთ, წერილის ავტორს მე ვუსაყვედურებ იმის გამო, რომ თქვენი ვებგვერდიდან უნებართვოდ მოიპარა ფოტო საკუთარი პუბლიკაციის გასაფორმებლად, და რომ სურათიდან ჩამოჭრა პატრიარქი (სწორედ მასთან ერთად ხართ გადაღებული იმ ფოტოზე). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: გაზეთის იმავე ნომერში, რამდენიმე გვერდის გამოტოვებით დაბეჭდილ წერილში, იგივე ავტორი (ოღონდ უკვე სხვა ფსევდონიმით?!) პირველი წერილისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას ავითარებს...

დაბოლოს, თქვენ ერთგან წერთ: ჩემი წინასწარმეტყველებები მთელ მსოფლიოს მოივლის და გააოცებს, ყველაფერი კი დაიწყება ამერიკიდანო...

— დიახ, ამერიკიდან და შემდეგ რუსეთიდან. ამ ქვეყნების მომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები რეგულარულად ეგზავნებოდა ადგილობრივ მასმედიას, მათ მთავრობებს, პრეზიდენტების სამდივნოებს და სპეცსამსახურებს. ასე რომ, იქ კარგად მიცნობენ და დაკვირვებითაც სწავლობენ ჩემს გზავნილებს".









მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია