როთენი: "მესი გუნდისთვის მთავარი შემაფერხებელია, მას სპორტული კუთხით არაფერი მოაქვს"

ავტორი: Salo Qobalia • 17-02-2022, 01:20



პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა ჟერომ როთენმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან" მატჩის (1:0) შემდეგ შემდეგ ლიონელ მესი გააკრიტიკა.

„ამჟამად საქმე გვაქვს არასწორ სელექციასთან. რა თქმა უნდა, მაისურების გაყიდვის კუთხით ლეო მესის ტრანსფერი მშვენიერია. ხალხი მიდის მის პსჟ-ში თამაშის საყურებლად. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მას სპორტული კუთხით პსჟ-სთვის არაფერი მოაქვს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მადრიდის რეალთან თამაში დიდი მატჩია, სადაც დიდი მოთამაშეების გაბრწყინებას ველით. მაგრამ დღეს ის გუნდისთვის მთავარი შემაფერხებელი იყო. ტექნიკური შეცდომები, ორთაბრძოლების წაგება, პენალტის გაცუდება, მაგრამ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ეს ყველაზე კარგად ჩანს მის ქცევაში. იგი თავის ბუცებს დაჰყურებს და ჩანს, რომ უკმაყოფილოა. როდესაც ის სტანდარტულებს ასრულებს, ეს უცნაურად გამოიყურება“.

რაც შეეხება ლეოს გაცუდებულ თერთმეტმეტრიანს. 2003-04 სეზონიდან მოყოლებული მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 23 პენალტი დაარტყა, მათგან ხუთი ვერ გაიტანა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, 2003 წლიდან დღემდე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი არგენტინელმა ვერ გამოიყენა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია