რაგბი ევროპა: მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში 3 ქართველი მოხვდა

ავტორი: Salo Qobalia • 17-02-2022, 01:20



2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ, ტურნირის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც 3 ქართველი მორაგბე მოხვდა. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს ესტუმრა და მარტივად 72:10 დაამარცხა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ტურის სიმბოლურში 3 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუბარი ჯაფარიძეზე, გიორგაძეზე და ლობჟანიძეზე გახლავთ. სამივე მორაგბე ნიდერლანდებთან მატჩი გამორჩეული იყო და კარგი თამაში დაუფასდათ. გიორგაძემ და ლობჟანიძემ ორი ლელო დადეს, ხოლო ჯაფარიძემ ერთი.



შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში „ბორჯღალოსნები“ ალბათ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს ხვდებიან. აღნიშნული დაპირისპირება 27 თებერვლით თარიღდება და 18:00-დან აიღებს სტარტს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია