მაშინ მესი კინაღამ "რეალში" აღმოჩნდა - უცნობი ისტორია ლეოს შესახებ

ავტორი: Salo Qobalia • 16-02-2022, 01:24



ლიონელ მესის "ბარსელონურ" ლეგენდას ახსნა არ სჭირდება. 778 მატჩი, 672 გოლი, 303 ასისტი და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსზე პრეტენზიები.

ლეო ოცდაერთი წლის განმავლობაში "ბლაუგრანას" მთავარი მეტოქის, მადრიდის "რეალის" მოსისხლე მტერი იყო, მაგრამ ყველაფერი შეიძლება სულ სხვანაირად
ყოფილიყო, "სამეფო კლუბს" არგენტინელის გაფორმების შანსი ხელიდან რომ არ გაეშვა.

Le Parisien-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ გაიხსენა 2021 წლის ამბავი, როცა მესი "ბარსადან" წასვლის გზას ფინანსური პრობლემების გამო ადგა.

"ლა პულგას", რომელიც მაშინ სულ 14 წლის იყო, სეზონში 100 მილიონი პესეტას ღირებულების კონტრაქტი ჰქონდა (6000 ევრო დღევანდელ ფულზე), რაც "ბარსას"
ახალი სპორტული დირექტორისთვის, ხავიერ პერეს ფარგუელისთვის მიუღებელი გახლდათ.

"ვინ ჰგონია მას თავი? მარადონა? დაასრულეთ ეს ყველაფერი და ბიჭი არგენტინაში დააბრუნეთ," - უთქვამს მაშინ "ბარსელონას" ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას.

ჩანდა, რომ მესისა და "ბარსას" შორის მოლაპარაკებები ჩაშლის პირას იყო. კატალონიელები ამტკიცებდნენ, რომ ბავშვს ამდენ ფულს ვერ მისცემდნენ. არადა,
ლიონელის პირველად გაფორმებისას ეს მათ საერთოდ არ გახსენებიათ. 

ამ დროს აღნიშნულ ვვითარებას "რეალის" შეფი, ხორხე ვალდანო ადევნებდა თვალყურს.

"თეთრები" მზად იყვნენ, მესისთვის მეტი ფული გადაეხადათ და მისი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, მაგრამ ვალდანომ ოფიციალური წინადადების გაკეთება იუარა,
რადგან "ბარსელონასთან" სატრანსფერო ბრძოლაში შესვლა არ სურდა. ამის ნაცვლად, ხორხე ეცადა, მესისთვის ჩაეგონებინა, რომ "კამპ ნოუდან" თავად წამოსულიყო,
თუმცა ეს არ გამოვიდა.

ასე დაკარგა მადრიდის "რეალმა" იმ ფეხბურთელის დამატების შანსი, რომელიც მომავალში მათთვის ნამდვილ კოშმრად იქცა.

ახლა მესის მადრიდული გიგანტის კარში მთელი 26 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას ის ხვალ, ახლა უკვე "პარი სენ ჟერმენიდან" შეეცდება.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია