ინიესტა: "ბარსელონაში სიამოვნებით დავბრუნდები"

ავტორი: Salo Qobalia • 16-02-2022, 01:23



ლეგენდარული ანდრეს ინიესტა ამჟამად „ვისელ კობში“ ასპარეზობს. „ბარსელონაში“ ჩავი ერნანდესის დანიშვნის შემდეგ აქტიურად ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ინიესტა შესაძლოა კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს. ამასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.
ინიესტა:
 „“ბარსელონაში“ სიამოვნებით დავბრუნდები. ახლა იქ ბევრი ცვლილებაა და არავინ იცის რა მოხდება. მინდა, რომ ჩემს ყოფილ კლუბს რამეში დავეხმარო. ბარსა ჩემი სახლია. კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. ფეხბურთის თამაშით ვტკბები.
 ამბობენ, რომ დრო ჩემს წინააღმდეგ მიდის. ენერგიას ისევ ვგრძნობ. რეალურად კი არ ვიცი რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. შესაძლოა მწვრთნელი გავხდე ან სპორტული დირექტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთთან კავშირის გაწყვეტა არ მინდა.“
 რატომ გაჩნდა ინიესტას დაბრუნების იდეა?
ცნობილია, რომ კატალონიელებს ფინანსური კრიზისი აქვთ. ლაპორტა მინიმალურ თანხებს ხარჯავს და ცდილობს გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოიყვანოს, რომლებიც მაღალ ხელფასს არ მოითხოვენ. ასეთი მაგალითი დანი ალვეშია. ვეტერანი ბრაზილიელი ბარსაში დაბრუნდა და ახლა მას გუნდში ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია