ამ რონალდუს კარგად ვიცნობთ! - როგორ ცდილობს კრიშტიანუ ფორმის აღდგენას

ავტორი: Salo Qobalia • 16-02-2022, 01:19



კრიშტიანუ რონალდუს 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სერია აქვს და უკვე ზედიზედ 6 მატჩია, რაც გოლი არ გაუტანია.

რა თქმა უნდა, პორტუგალიელ ფეხბურთელს ეს ძალიან აღიზიანებს, მის ხასიათში კი დანებება არასდროს ყოფილა და არც ახლა არის.

The Sun-ის ინფორმაციით, კვირას, კრიშტიანუმ "იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზაზე 5 საათზე მეტი გაატარა და მაქსიმალურად დაიხარჯა.

ინგლისური გამოცემის თქმით, პორტუგალიელი ვარსკვლავი ვარჯიშზე პირველი მივიდა და მინდორი უკანასკნელმა დატოვა.

ეს სწორედ ის რონალდუა, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ - ბოლომდე მებრძოლი


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია