'გული ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა' - სერხიო აგუერო თავის პრობლემაზე
ავტორი: Salo Qobalia • 15-02-2022, 20:53

მანჩესტერ სიტის, ბარსელონას, ატლეტიკოსა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მის პრობლემებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის აგუეროს 2021 წელს კარიერის დასრულება მოუხდა და ამის მიზეზი გულის პრობლემები გახდა.
"ახლა, როდესაც ვცდილობ, ფეხბურთი ვითამაშო, სუნთქვა მიჭირს. ზოგჯერ მიჩნდება შეკითხვა, ოდესმე შევძლებ კი მთელი ძალით სირბილს. უბრალოდ ვგრძნობ, რომ გული ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა", - ამბობს არგენტინელი.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ, რომელიც ბარსელონაში მანჩესტერ სიტიდან სეზონის წინ გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კატალონიელთა მაისურით სულ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო, ლა ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში კი ტაქიკარდიის გამო მოედნიდან გაიყვანეს.
თავიდან ისე ჩანდა, რომ არგენტინელის ჯანმრთელობის პრობლემა უმნიშვნელო იყო, მოგვიანებით კი გამოცხადდა, რომ ფორვარდს სულ ცოტა სამი თვე გაუცდებოდა. მაგრამ არც ეს მოლოდინი გამართლდა და 15 დეკემბერს კუნ აგუერომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
სერხიო აგუერომ მანჩესტერ სიტისთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა 5-ჯერ მოიგო, მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად ინტერტოტოს თასსა და ევროპალიგაზე გაიმარჯვა, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი, რომლის მაისურით 101 მატჩში 41 გოლი გაიტანა, გასულ ზაფხულს "კოპა ამერიკა" მოიგო, 2014-ში კი მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი გახდა.