"ფავორიტი არ არსებობს" - პოჩეტინო რეალთან მატჩის წინ
ავტორი: Salo Qobalia • 15-02-2022, 01:26

ემპიონთა ლიგა ბრწყინვალე დაპირისპირებით ბრუნდება. „პარი სენ ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, პარიზელთა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
პოჩეტინო:
„მადრიდის „რეალი“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდია. ამის ნათელი მაგალითი მათი ტიტულების რაოდენობაა. ჩემპიონთა ლიგის 13-ჯერ მოგება მხოლოდ ფეხბურთელების და მწვრთნელების დამსახურება არ არის. „რეალს“ უხილავი სული აქვს, რომელიც ამ ასპარეზზე იღვიძებს. ამ გუნდების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც დაამშვენებდა. ფავორიტი კი არ არსებობს. პარიზში ყველას გვაქვს იმედი, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს მოვიგებთ. ამისთვის მზად ვართ. ფეხბურთელების და გულშემატკივრების 100%-ით მჯერა.
მადრიდის „რეალს" ყოველთვის პატივი უნდა სცე. მათ აქვთ წარმოუდგენელი ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის სწორად მოქმედებენ. მათ აქვთ ერთიანობა და ბრძოლის სურვილი. ჩემი გუნდი კარგად მუშაობს და სათამაშო ფორმაზე საუბარი ნამდვილად ზედმეტია. ენთუზიაზმი ყველას დიდი აქვს, განსაკუთრებით კი ლეო მესის. არგენტინელი შოუს დადგმისთვის ემზადება. ვფიქრობ, ჩვენი პლუსები მადრიდის „რეალის“ მინუსებს გადაფარავს და მათ ვაჯობებთ.“