"ბენზემამ უპრობლემოდ ივარჯიშა" - ანჩელოტი პსჟ-სთან მატჩის წინ
ავტორი: Salo Qobalia • 15-02-2022, 01:26

ჩემპიონთა ლიგა ბრწყინვალე დაპირისპირებით ბრუნდება. „პარი სენ ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი: „ბენზემას თამაში ჩემზე, ექიმებზე და თავად მასზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, საბოლოო სიტყვას მე ვიტყვი. უნდა მოვუსმინო რას ამბობენ სხვები და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ. მნიშვნელოვანია, რომ კარიმს მწვანე შუქი სამედიცინო პერსონალმაც აუნთოს, თუმცა მან გუშინ უპრობლემოდ ივარჯიშა. მას დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც ბენზემაა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. „პარი სენ ჟერმენთან“ ბრწყინვალე მოგონებები მაკავშირებს. აქ ჩამოსვლით მოხარული ვარ. მაურისიო პოჩეტინო თავს ყველაფერს კარგად ართმევს. არ არის ადვილი ისეთი გუნდის გაწვრთნა, როგორიც პარიზული გრანდია. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება და სხვა არაფერი. საქმე ტოპ მატჩთან გვაქვს. ზეწოლა საკმაოდ დიდია. ეს იმან გამოიწვია, რომ ორი დიდი გუნდი ხვდება ერთმანეთს. ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ და მოწინააღმდეგე დავამარცხოთ. პსჟ-სთან დაპირისპირება დიდი მოტივაციაა. ასეთი დონის თამაშისთვის მომზადება რთული არ არის, რადგან ყველა ფეხბურთელს ესმის, თუ რასთან გვაქვს საქმე."