ჩარტერული რეისით ციურიხში - შახტარის პრეზიდენტი უკრაინიდან გაიქცა

ავტორი: Salo Qobalia • 15-02-2022, 01:25



რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. პრესტიჟული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ უკრაინა რუსეთის მორიგი თავდასხმის რეალური საფრთხის წინაშე იდგა.

მძიმე ფონის გათვალისწინებით, არეულობაა თავად უკრაინაშიც, სადაც ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პირები ქვეყნის საზღარს ერთმანეთის მიყოლებით, სწრაფად ტოვებენ.

Украинская правда-ზე დაყრდნობით, მხოლოდ გასულ დღეს, ქვეყნიდან მინიმუმ 20 ჩარტერული რეისი მაინც გაფრინდა, ერთ-ერთი მათგანი კი შახტარის პრეზიდენტს, რინატ ახმეტოვის სხვა ქვეყანაში, კონკრეტულად კი შვეიცარიაში გადაყვანას ემსახურებოდა. 



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია