კონტე ვულვზთან მარცხის შემდეგ: "ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო"

ავტორი: Salo Qobalia • 14-02-2022, 01:19



„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრემიერ ლიგის 25-ე ტურში „ვულვზთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან რთული თამაში იყო. ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, ბევრი მომენტი შევქმენით, ბურთი გვქონდა, მაგრამ ძნელი ასახსნელია, რატომ დავიწყეთ შეხვედრა ასე. ამ ორი გაშვებული გოლის შესახებ კომენტარის გაკეთება რთულია. შანსები შევქმენით, მაგრამ საბოლოოდ მორიგ მარცხზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და იმის გაგება, რომ ეს ადვილი არ იქნება. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ეს ადვილი არ არის, რადგან ჩვენს ირგვლივ ხალხი შეჩვეულია ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე თამაშს. თუმცა, ახლა უნდა გვესმოდეს, რომ რაღაც შეიცვალა და უნდა ვეცადოთ ყველაფერი ახლიდან ავაშენოთ. როცა სახლში ორჯერ მარცხდები, მანამდე კი ჩელსისთან აგებ, შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე იფიქრო“,
- განაცხადა კონტემ.

აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერაში ბოლო 12 წელიწადში პირველად მოხდა, როცა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ 3 მატჩი წააგო. ჩელსისთან, საუთჰემპტონთან და უკვე ვულვზთან დამარცხების შემდეგ, ლონდონელები მომდევნო ტურში „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრებიან.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს კონტეს გუნდს კონკურენტებზე 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ორივეს მოგების შემთხვევაში 42 ქულა ექნება, რის შემდეგაც „იუნაიოტედსა“ და „ვესტ ჰემს“ გაასწრებენ, თუმცა „მეთოფეებსაც“ ორი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ასე, რომ პოტენციურად მეოთხე ადგილზე მიკელ არტეტას გუნდი იმყოფება.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია