ოზილი არველაძესთან? - ჰალ სიტის მფლობელი მესუთის ახლო მეგობარია
ავტორი: Salo Qobalia • 14-02-2022, 01:19

როგორც მოგეხსენებათ, თურქმა ბიზნესმენმა აკუნ ილიჩალიმ „ჰალ სიტი“ შეიძინა და მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე დანიშნა. თურქული მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილია, რომ აკუნ ილიჩალი და მესუთ ოზილი ახლო მეგობრები არიან. ამის დასადასტურებლად სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებული ფოტოც საკმარისია, რომელშიც ილიჩალი ოზილის ქორწილში იმყოფება.
გამოცემა spor.haber7.com-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ილიჩალის თავის კლუბში მესუთის გადაბირება სურს. ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ ოზილს „ფენერბახჩეში“ კოლოსალური ანაზღაურება აქვს და კლუბს ამის დაფარვა საკმაოდ უჭირს.
ერთი თვის წინ, Sky Sports-მა ილიჩალის სიტყვები გააჟღერა:
„მესუთ ოზილი ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად.“
ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, თურქეთში ფიქრობენ, რომ ოზილის წასვლა საკმაოდ რეალურია. საკითხავი ის გახლავთ, რამდენი ექნება მას „ჰალ სიტიში“ ანაზღაურება და რამდენად მისაღები იქნება..
საერთო ჯამში კი რეალობა ასეთია - დიდი შანსია, რომ შოთა არველაძემ ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავთან ერთად იმუშაოს.