ოქტომბრის შემდეგ პირველი მოგებისთვის - ვის შეხვდება ბასილაშვილი დოჰაში

ავტორი: Salo Qobalia • 14-02-2022, 01:17

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ეცდება წარუმატებელი სერია კატარის დედაქალაქ დოჰაში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 1 176 595 დოლარი) შეწყვიტოს, რომელშიც მომავალ კვირას პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაებმება.

ბასილაშვილი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია (ესპანელ ბაუტისტა აგუტს სძლია) და ახლა მე-3 ნომრადაა განთესილი, მისი მეტოქის ვინაობა კი იტალიელი ლორენცო მუსეტისა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის გაირკვევა.

ცნობისთვის, ბასილაშვილი ძალებს წყვილთა ტურნირშიც მოსინჯავს, სადაც მისი პარტნიორი ესპანელი ალეხანდრო დავიდოვოჩ ფოკინა იქნება. ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები მერვედფინალში სამხრეთკორეელ სომვუ კვონსა და ხსენებულ მუსეტის გაეჯიბრებიან.

ნიკოლოზი მოახლოებულ ტურნირს საშინელ ფორმაში ხვდება – მას ოქტომბრის შემდეგ თამაში არ მოუგია – ზედიზედ 8-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს (წყვილების ჩათვლით - 10) და ვერც კატარის დედაქალაქში იქნება ფავორიტი.

მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია