2009 წლის შემდეგ პირველად - კრიშტიანუს ყველაზე ცუდი სტატისტიკა

ავტორი: Salo Qobalia • 13-02-2022, 01:25



პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და მორიგი ქულები დაკარგა. „წითელი ეშმაკების“ მხრიდან თავი ჯეიდონ სანჩომ გამოიჩინა, ხოლო „წმინდანებიდან“ ანგარიშის გათანაბრება ჩე ადამსმა შეძლო.


შეუცვლელად ითამაშა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც გუნდის დახმარება ვერ შეძლო. ამ მატჩის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.

2009 წლის შემდეგ, 37 წლის ფეხბურთელმა პირველად ვერ შეძლო ზედიზედ ექვს შეხვედრაში გოლის გატანა. „იუნაიტედის“ მთავარმა დამრტყმელმა ძალამ უკანასკნელად 2021 წლის დეკემბერში „ბარნლის“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.

სპორტულ პრესაში რონალდუს შესახებ არაფერი ინფორმაცია ვრცელდება. სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, ვიგებთ, რომ რალფ რანგნიკი მისით უკმაყოფილოა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ თავად ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა და ზაფხულში „ოლდ ტრაფორდიდან“ აბარგება აქვს გადაწყვეტილი.

სატურნირო მდგომარეობა


24 ტურის შემდეგ, მანჩესტერულ გრანდს 40 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ „არსენალი“ 39 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს, თუმცა „მეთოფეებს“ სხვა გუნდებზე 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. დარჩენილი შეხვედრების მოგების შემთხვევაში, მეოთხე ადგილზე „ვესტ ჰემს“, რომელსაც ასევე 40 ქულა აქვს, სწორედ მიკელ არტეტას გუნდი ჩაანაცვლებს.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია