"ერთ ქულას ვიმსახურებდით" - არველაძე ფულემთან მარცხის შემდეგ
ავტორი: Salo Qobalia • 13-02-2022, 01:24

ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილი ''ჰალ სიტი'' შინ მარკო სილვას ''ფულემთან'' 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერბმა ალექსანდრე მიტროვიჩმა შეაგდო.
არველაძის ხელმძღვანელობით ''ჰალ სიტიმ'' მეოთხე მატჩი ჩაატარა. ქართველი სპეციალისტისთვის სადებიუტო თამაშში ''ჰალმა'' უელსური ''სუონსი'' 2:0 დაამარცხა, თუმცა შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი დათმო.
"ფულემთან" დამარცხების შემდეგ, „ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა.
არველაძე:
„მინდა გითხრათ, რომ ყველა იმედგაცრუებულები ვართ. ქულა რომ აგვეღო, ყველა იტყოდა, რომ ამას ვიმსახურებდით. ეს ფეხბურთია.. ჩვენ ლიგაში საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელსაც საუკეთესო ბომბარდირები ჰყავს. ისინი ძალიან სწრაფები არიან და ერთმანეთს მარტივად უგებენ.
ჩვენ მათი შეჩერება ვცადეთ. ვუტევდით და ვიცავდით, როგორც ერთი მთლიანი გუნდი და ეს ყველაფერი ბედნიერს მხდის. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ერთ ქულას ვიმსახურებდით. რეალურად, დღევანდელი დღის შემდეგ, ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ასეთ ცუდ ამინდში ბოლომდე გვიჭერდნენ მხარს.“