"ბავშვობის ოცნება ავიხდინე" - ჰავერცი პალმეირასის დამარცხების შემდეგ

ავტორი: Salo Qobalia • 13-02-2022, 01:23



დასრულდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი „ჩელსისა“ და „პალმეირასს“ შორის. „არისტოკრატებმა“ 120 წუთის შემდეგ, დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვეს და ისტორიაში პირველად აღნიშნული ტიტულის მოგება შეძლეს.

გამარჯვების მომტანი გოლი კაი ჰავერცმა გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელმა შემტევმა ემოციური კომენტარი გააკეთა.
ჰავერცი:

 „ეს საოცარია. ჯერ ევროპის, ხოლო ახლა მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. ეს ბევრად უკეთესად ჟღერს. გულწრფელი ვიქნები, პენალტის შესრულების დროს საშინლად ვნერვიულობდი. მიხარია, რომ სიმშვიდე მაქსიმალურად შევინარჩუნე, ზუსტად დავარტყი და გავიტანე. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ.

 გუნდში მესამე ვარ ვინც პენალტი უნდა შეასრულოს. მინდორზე პირველი და მეორე შემსრულებლები არ იყვნენ და ჩემი ჯერი იყო. თანაგუნდელებმა ნდობა გამომიცხადეს. ამ ტიტულის მოგებას სულ ვოცნებობდი. ბავშვობის ოცნება ავიხდინე. „

შეგახსენებთ, რომ „არისტოკრატების“ მხრიდან პირველი გოლი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. ჰავერცმა კი გამარჯვების მომტანი გოლი 117-ე წუთზე გაიტანა.
ასევე გეტყვით, რომ ახალგაზრდა გერმანელმა საჩემპიონო გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიტანა. კაიმ „მანჩესტერ სიტის“ კარი აიღო.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია