რა იქნება "ბარსას" მთავარი მიზანი - ჩავის პოზიცია ცნობილია

ავტორი: Salo Qobalia • 13-02-2022, 01:21



ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ ძალიან შორია, თუმცა კლუბები უკვე ალაგებენ გეგმებს.

Sport-ის ინფორმაციით, მსგავსი რამ ხდება "ბარსელონაშიც", სადაც შეჯერდნენ, რომ ზაფხულში მთავარი მიზანი დაცვისა და შეტევის გაძლიერება იქნება.
ამ აზრზეა "ბლაუგრანას" მენეჯმენტიც და ჩავი ერნანდესიც.

როგორც ირკვევა, ნახევარმცველს კატალონიელები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ კლუბს ხელში მეტად ხელსაყრელი სატრანსფერო შესაძლებლობა ჩაუვარდება.
ბუნებრივია, ეს მეტწილად "მილანის" შუახაზელ ფრანკ კესის ეხება.

კოტ-დივუარელი ნახევარმცველის დამატებაზე უარი თავის დროზე რონალდ კუმანმა თქვა, თუმცა იგი "ბარსას" რადარზე ისევ გამოჩნდა. კესი ჩავისაც მოსწონს, მაგრამ, როგორც ვთქვით, პრიორიტეტი დაცვისა და თავდასხმის გაძლიერებაა.

ცნობისთვის, 26 წლის ფეხბურთელის მონაგარი მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 1 ასისტია.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია