"ის ფიზკულტურის ცუდი მასწავლებელია" - რას წერენ "ჰალის" ფანები შოთაზე

ავტორი: Salo Qobalia • 13-02-2022, 01:20



შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" ჩემპიონშიფში მიჯრით მესამე მარცხი განიცადა - "ვეფხვები" ამჯერად ლიდერ "ფულემთან" დამარცხდნენ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა ალექსანდრ მიტროვიჩმა, რომელსაც ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში უკვე 31 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ზედიზედ მესამე წაგებას "ჰალის" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებით გამოეხმაურნენ:

"გთხოვთ მითხარით, რომ ეს ხუმრობაა, რომ წავაგეთ ლიგის საუკეთესო გუნდთან, რომელიც სხვებს მატჩში 5 გოლს უტანს, და მივიღეთ იმაზე ნაკლები, რასაც თამაშით ვიმსახურებდით."

"სამი კვირის წინ ვთქვი, რომ შოთას გამარჯვება არაფერს ნიშნავდა. როგორც ჩანს, მართალი ვიყავი, რადგან ამ კაცს სამწვრთნელო კარიერაში პატარა წარმატებაც არ აქვს. შოთა აკუნის (ჰალის მფლობელი) მეგობარია. თურქეთში მასზე უკეთესი მწვრთნელი ბევრია."

"გაცილებით უკეთესი პერფომანსი ბიჭებისგან! ამ მატჩისგან ბევრს არაფერს ველოდი. ფორის გაცუდებული შანსები ძვირად დაგვიჯდა. ახლა "შეფილდზე" ვიფიქროთ."

"აკუნ, როგორ იპოვე შოთა და როგორ მოიყვანე მწვრთნელად, მაგრამ არ დანებდე, გააგრძელე წინსვლა, რათა შემდეგ სეზონში უკეთესები ვიყოთ. წინ, ჰალ სიტი!"

"შოთას ეფექტი. შოთა და აკუნ, წადით!"

"ჩვენი გუნდის მწვრთნელი ფიზკულტურის საშინელ მასწავლებელს ჰგავს, ნული ტაქტიკური განათლებით."



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია