კრიშტიანუ რონალდუმ ბიკანის რეკორდი დაამხო

ავტორი: Commander • 21-01-2021, 12:11


იტალიის სუპერთასზე, ნაპოლის კარში გატანილი გოლი, კრიშტიანუ რონალდუსთვის სარეკორდო გამოდგა.

იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა ოფიციალურ შეხვედრებში, 760-ე გოლის გატანა მოახერხა და ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კრიშტიანუმ, ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელის რეკორდი დაამხო, რომლის ანგარიშზე, 759 ოფიციალური გოლი იყო.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, 760 გოლიდან ყველაზე მეტი, 450 რეალის მაისურით გაიტანა. მანჩესტერ იუნაიტედში მან მეტოქეთა კარი 118-ჯერ, ტურინულ გრანდში 85-ჯერ, ლისაბონის სპორტშინგში ხუთჯერ, ხოლო ეროვნულ ნაკრებში კი, 102-ჯერ აიღო.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია