ჯერ მბაპე, შემდეგ კი ჰოლანდი - რეალი ნორვეგიელს "რიგში" აყენებს
ავტორი: Salo Qobalia • 12-02-2022, 01:29

მადრიდის "რეალმა" დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს განუცხადა, რომ ზაფხულში მის შეძენას კლუბი ვერ შეძლებს, წერს Ruhr Nachrichten.
წყაროს ცნობით, მადრიდული გუნდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელს უთხრა, რომ კლუბი მის შეძენას ზაფხულში ვერ შეძლებდა და "დორტმუნდში" მას 2023 წლამდე დარჩენა სთხოვა.
ამ ზაფხულს მადრიდის "რეალის" პრიორიტეტი "პსჟ"-დან თავდამსხმელის, კილიან მბაპეს უფასო ტრანსფერია. მადრიდული კლუბი ფინანსური მიზეზების გამო ვერ შეძლებს ორივე ფეხბურთელის ერთ სატრანსფერო ფანჯარაში ყიდვას.
დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 21 წლის თავდამსხმელმა 23 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.