„სხვა პლანეტიდანაა, მსოფლიოში საუკეთესოა" - რიშარლისონმა მესიზე ისაუბრა

ავტორი: Salo Qobalia • 11-02-2022, 01:27



ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, რიშარლისონმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. 24 წლის შემტევმა ინტერვიუ ESPN-ს მისცა, „ლა პულგა“ შეაქო და განაცხადა, რომ იგი სხვა პლანეტიდანაა.

„ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ლეო სხვა პლანეტიდანაა და მის მხარდამხარ სიამოვნებით ვითამაშებდი. ჩვენი მატჩის შემდეგ, მას მაისური გავუცვალე და მესი კოპა ამერიკის მოგებას ნამდვილად იმსახურებდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველას უნდოდა, მას ჩახუტებოდა, რადგან ჩილესთან 2-ჯერ დამარცხდნენ. არ დაგიმალავთ, რომ იმ ფინალის წაგების გამო ბევრი ვიტირე და ეს მარცხი ჩემთვის მტკივნეული იყო. ორი დღის შემდეგ, ოლიმპიადაზე გავემგზავრე და აღარ მქონდა უფლება, დამწუხრებული ვყოფილიყავი. არადა, ტოკიოში წასვლამდე დედაჩემიც ვერ ვნახე, რადგან კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა ოქროს მედალი მას მივუძღვენი.“

შეგახსენებთ, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა მოიგო, მესი კი პირველ დიდ სანაკრებო ტიტულს დაეუფლა! კოპა ამერიკის ფინალი, „მარაკანაზე“ გაიმართა, არგენტინამ ბრაზილიას 1:0 მოუგო და უიღბლო სერია დაასრულა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია