ხვიჩას პარაშუტი, ჯანოს დებიუტი, ჯიღაურის დუბლი - დინამო ბათუმის ფრე რუბინთან
ავტორი: Salo Qobalia • 10-02-2022, 21:26

საქართველოს ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩი ყაზანის რუბინთან ჩაატარა. ბათუმელთა შემადგენლობაში პირველად ითამაშა ჯანო ანანიძემ, ხოლო რუბინს ორთვიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა. ბელეკში გამართული სპარინგი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასული წლის ბოლოს მიღებული ტრავმის შემდეგ, რუბინთან ერთად შეკრებებზე ბოლო დრომდე ინდივიდუალურად ემზადებოდა და საკონტროლო მატჩებში არ მონაწილეობდა. ხვიჩა დინამო ბათუმთან თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პირველი ტაიმი ჩაატარა. კვარაცხელიას ჰქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა, მე-6 წუთზე ახლო მანძილიდან დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა, აქედან 3 წუთში კი უკვე ლაზარე კუპატაძე მიწვდა ბოლო მომენტში კარში მისგან გაშვებულ ბურთს. კვარაცხელიას კიდევ ერთი შანსი 28-ე წუთზეც მიეცა, მაგრამ დაახანა და ხელი ბათუმელმა მცველებმა იერიშის მოგერიება მოახერხეს.
ოთხივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ბათუმელებმა ანგარიში 11-მეტრიანით გახსნეს. 58-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურს პირველი დარტყმა რუბინის მეკარემ აუღო, თუმცა არბიტრმა ამ უკანასკნელზე წესების დარღვევა დააფიქსირა და ჯიღაურს მეორედ დაარტყმევინა. ჯაბა ამჯერად ზუსტი აღმოჩნდა - 1:0.
აქედან 5 წუთში პენალტი დინამო ბათუმის კარშიც დაინიშნა, რომელიც რუბინის ფეხბურთელმა ონუგხამ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მალევე კუპატაძის კარში კიდევ ერთი გოლი კლიმოვმა შეაგდო - 2:1.
საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე ისევ ჯიღაურმა დააფიქსირა, რომელიც მოედნის სიღრმიდან გაკეთებული პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი გაიფორმა - 2:2.