'წადით და სერია C-ში ითამაშეთ!' - მოურინიო რომას ფეხბურთელებით აღშფოთებულია
ავტორი: Salo Qobalia • 10-02-2022, 21:24

ჟოზე მოურინიომ მიმდინარე სეზონის განმავლობაში რომას ფეხბურთელებისა და მათი სათამაშო კლასის შესახებ უკმაყოფილება საჯაროდ არაერთხელ გამოხატა, ამჯერად კი Corriere dello Sport-მა პორტუგალიელი მწვრთნელის ის სიტყვები გაავრცელა, რომლითაც მან ფეხბურთელებს ინტერთან მატჩის შემდეგ მიმართა.
"ჯალოროსიმ" იტალიის თასის 1/4-ფინალში "ნერაძურის" წინააღმდეგ ძალიან სუსტად ითამაშა და პრაქტიკულად, შანსის გარეშე 0:2 წააგო, შედეგად კი ასპარეზობას გამოეთიშა. გავლენიანი იტალიური გამოცემა ჟოზეს კომენტარს ავრცელებს:
"მინდა გავიგო, რატომ ხართ ორი წელია დიდი გუნდების წინააღმდეგ პატარები. თუ მართლაც ასეა და პატარები ვართ, მსაჯები ისე გვექცევიან, როგორც ბავშვებს, ისინი რომას ბავშვებივით ექცევიან. გეშინიათ ასეთი მატჩების? მაშინ წადით და სერია C-ში ითამაშეთ, სადაც ვერასდროს შეხვდებით ისეთ გუნდებს, სადაც დიდი ფეხბურთელები თამაშობენ, დიდ სტადიონებსა და დიდი წნეხის ქვეშ. თქვენ ხართ ხალხი "კვერცხების" გარეშე, რაც კაცისთვის ყველაზე ცუდია", - უთქვამს მოურინიოს ფეხბურთელებისთვის.