კრიშტიანუმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

ავტორი: Commander • 21-01-2021, 12:07


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის. სუპერთასის მატჩში ტურინელებმა ნეაპოლელები 2:0 დაამარცხეს.

კრიშტიანუ რონალდუმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პირველი გოლის გატანა სწორედ პორტუგალიელმა მოახერხა.

"ინტერთან ცუდი პერფორმანსის შემდეგ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ეს მნიშვნელოვანი ტიტულია და მომავალში დიდ მოტივაციას მოგვცემს. გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ. ეს რთული იყო, მინდორი საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ გამოგვივიდა. "იუვენტუსს" ჯერ კიდევ შეუძლია "სკუდეტოს" მოგება." – განაცხადა რონალდუმ.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია