ბარსა დეპაის, დე იონგისა და ბრაითვეიტის გაშვებას გეგმავს

ავტორი: Salo Qobalia • 10-02-2022, 13:53



ზაფხულში „ბარსელონა“ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

Diario Sport-ის ცნობით, კატალონიურმა კლუბმა შესაძლოა მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი და მარტინ ბრაითვეიტი გუნდს დატოვებენ.

კლუბში თვლიან, რომ ერლინგ ჰოლანდი, ანსუ ფატი და ფერან ტორესი იდეალური შემტევი ტრიო იქნება.

წყაროს ცნობით, დეპაი ჩავის ფორმაციის „ბარსას“ სათამაშო სქემაში არ ჯდება. მემფისს კონტრაქტი 2023 წელს უსრულდება და კლუბი მის გაყიდვას ამ ზაფხულს შეეცდება.

რაც შეეხება ლუკ დე იონგს, ჩავი მისი პროფესიონალიზმით კმაყოფილია, მაგრამ მას გუნდში განსხვავებული პროფილის ფორვარდების ხილვა სურს. ნიდერლანდელს „სევილიადან“ იჯარის ვადა ზაფხულში უსრულდება.

ჩავი ასევე კმაყოფილია ბრაითვეიტის ვარჯიშებითა და მონდომებით, რომელსაც ის საწვრთნელი პროცესის დროს ავლენს, თუმცა დანიელს „ბარსელონას“ დონის ფორვარდად არ თვლიან.

როგორც ცნობილია, Spotify-ისთან სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, „ბარსელონამ“ ჯამში შესაძლოა 650 მილიონი ევრო მიიღოს. ჟოან ლაპორტა მიღებული თანხის ნაწილის გამოყენებას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის გამოიყენებს. კატალონიური გამოცემები წერენ, რომ კლუბის პრეზიდენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ გარიგება შედგება.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია