კაშია: "მაკედონიასთან მაყურებლები არ დაუშვეს, ქუჩაში კი აქციებზე ათასობით ადამინი იყო"

ავტორი: Salo Qobalia • 10-02-2022, 13:52



საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ბრატისლავის „სლოვანის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი გაიხსენა და ჯაბა კანკავასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ხანგრძლივი წაუგებელი სერია გვქონდა, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ამის შემდეგ ქომაგები ტრიბუნებს დაუბრუნდნენ.

 ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლდა, ასევე მსგავს მატჩებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება.
 ჩემთვის ეს კარიერაში შავი ლაქა არის. გაბრაზებული ვარ, რადგან იმ დროს თბილისში პოლიტიკურ დემონსტრაციებზე ათასობით ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ ხელისუფლებამ სტადიონზე ქომაგები არ დაუშვა და ეს მხარდაჭერა დაგვაკლდა. ეს ყველაფერი უკვე დასრულებულია, მოდით მომავალს მივხედოთ".

 კაშია ნაკრებში 100 მატჩს უმიზნებს

 "ეროვნულ ნაკრებში 92 მატჩი მაქვს ჩატარებული და კიდევ 8 შეხვედრა მაკლია, რომ ლეგენდა გავხდე (იღიმის). ჯაბა უკვე ამ კლუბშია, მან ას მატჩს გადააბიჯა. თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, მაგრამ 8 მატჩი მაინც მაკლია, ამის გასაკეთებლად ნაკრებში 1 წელი დამჭირდება და მჯერა, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ჩემით ოჯახიც იამაყებდა".
 კანკავასთან მეგობრობა

 "მე და ჯაბა კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ პარადოქსია, რომ კლუბში თანაგუნდელები პირველად ვართ. ჩვენ მსგავსი მენტალიტეტი გვაქვს, რის წყალობითაც ნაკრებში თაობათა ცვლას გადავურჩით. 12 წელი ნაკრებში უწყვეტად ვთამაშობ, ჯაბა კი 15. ორივეს გუნდისთვის საუკეთესო გვინდა, და არა ერთმანეთისთვის.

 ჯაბა უფრო მეტად კონფიდენციალურობას იცავს და ხშირად ჩუმად ყოფნას ამჯობინებს. მე კი ვცდილობ რომ ყოველი კუთხით საინტერესო ვიყო. შესაძლოა ეს ჩვენთვის სწორედ ამიტომ მუშაობს ასე კარგად, რადგან ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ“.




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია