სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გამომწერი - რონალდუს მორიგი რეკორდი

ავტორი: Salo Qobalia • 8-02-2022, 01:43



მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელ INSTAGRAM-ზე საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და გახდა პირველი ადამიანი, რომლის გამომწერების რიცხვმაც 400 მილიონს გადააჭარბა.

პორტუგალიელი  ფეხბურთელი, რომელიც 37 წლის ახალახანს გახდა, სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული ადამიანია. მას 2021 წლის სექტემბერში 237 მილიონი გამომწერს ჰყავდა, თუმცა დაახლოებით 6 თვეში, მისი გამომწერების რიცხვი საგრძნობლად, 163 მილიონი გამომწერით კვლავ გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში რონალდუ იყო პირველი, ვისაც 200 მილიონი გამომწერი ჰყავდა. პირველი იყო 2021 წლის ივნისშიც, როდესაც მისი გამომწერების რიცხვმა 300 მილიონი შეადგინა.

ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელში პორტუგალიელი ფეხბურთელის მიერ განთავსებული პოსტების რაოდენობა  3 242-ია, ხოლო თითოეული მათგანის საშუალო მოწონება 10 მილიონს შეადგენს.

რონალდუ პირველი ადამიანია, რომელმაც INSTAGRAM-ზე 400 მილიონ გამომწერს მიაღწია.
 სოციალური მედიის უდავო GOAT, - წერს პოპულარული ESPN.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია