ოპერაცია მარჯვენა მუხლზე - ნოიერმა შესაძლოა 6 კვირა იუქმოს
ავტორი: Salo Qobalia • 8-02-2022, 01:42

მიუნხენის „ბაიერნს“ ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა. „რეკორდმაისტერის“ გოლკიპერს, მანუელ ნოიერს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და გერმანულ გრანდს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.
Sky Sport Germany-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ექიმები ორ ვარიანტს განიხილავენ. საუკეთესო შემთხვევაში, ნოიერი შესაძლოა, გუნდს 3-4 კვირაში დაუბრუნდეს, ყველაზე ცუდ ვარიანტში კი - 6 კვირაში.
პლეტენბერგი დასძენს, რომ ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, „ბაიერნსა“ და ნოიერის წარმომადგენლებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გერმანელი კიპერის არყოფნაში, კი „ბაიერნის“ კარს სვენ ულრაიხი დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნოიერი „რეკორდმაისტერის“ ძირითად შემადგენლობაში 28-ჯერ გამოჩნდა და კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა. 17 თებერვალს, იულიან ნაგელსმანის გუნდს მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ზალცბურგს“ ესტუმრება, მანამდე კი ბუნდესლიგაში „ბოხუმს“ შეხვდება.