ოფიციალურად: ზულე კარიერას დორტმუნდში გააგრძელებს

ავტორი: Salo Qobalia • 8-02-2022, 01:40



როგორც დორტმუნდის ოფიციალური განცხადებით ვიგებთ, ნიკლას ზულემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, ბაიერნის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაწყვიტა და 2022/23 წლების სეზონიდან უშუალო კონკურენტის ფორმას მოირგებს.

გასული დღეების განმავლობაში გერმანული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ მცველი ბაიერნის დატოვებას გეგმავდა და არაერთი შეთავაზება ჰქონდა.  Bild-ის ცნობით, ნიუკასლი აქტიური იყო და პრემიერლიგაში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურდა, თუმცა საბოლოოდ, გერმანელმა ფეხბურთელმა ,,კაჭკაჭების" შეთავაზება უარყო:

მან პირად საუბრებში გვაჩვება, რომ დორტმუნდით ძალიანაა დაინტერესებული. ზულეს დიდი გამოცდილება და ფიზიკურობა აქვს, გადაწყვეტილებებს კი მშვიდად იღებს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზაფხულიდან შემოგვიერთდეს, - განმარტეს კლუბში.
ზულემ გერმანიის ბუნდესლიგაში ჯამურად 213 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტაან და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა. 26 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში შეუცვლელად ყველაზე მეტი, 19 შეხვედრა ჩაატარა.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია