წიკლაური: ,,პირველად ვნახე, როგორ წაიქცა ამდენი მონაწილე და ამან ძალიან იმოქმედა"
ავტორი: Salo Qobalia • 8-02-2022, 01:39

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეოთხე დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან ასპარეზობაში სამთო მოთხილამურე, ნინო წიკლაური ჩაება.
28 წლის მოთხილამურემ, რომელიც მისთვის მეოთხე თამაშებში მონაწილეობს და ამ მხრივ საქართველოს რეკორდსმენია, გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას ტრასა 1:04.49 წუთში გაიარა და 41-ე ადგილი დაიკავა.
წიკლაურმა მეორე ცდას ცოტა მეტი, 1:05.38 წუთი მოანდომა, მაგრამ უკეთესი - 35-ე ადგილი ერგო, ორი დაშვების ჯამში (2.09,87) კი მისთვის საუკეთესო, 34-ე პოზიცია აჩვენა.