ვისი დამატებისგან ურჩია მესიმ ჩავის თავის შეკავება

ავტორი: Salo Qobalia • 7-02-2022, 20:52



გასულ თვეს ლიონელ მესი ბარსელონას ესტუმრა, სადაც შეხვდა თავის ყოფილ თანგუნდელებს და ჩავი ერნანდესს. 

Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა ფეხბურთელმა ესპანელ სპეციალისტს ურჩია ზაფხულში ხავი სიმონსი არ გაეფორმებინა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბავშვობა "ლა მასიაში" გაატარა, თუმცა 2019 წელს კატალონიური კლუბის დატოვება გადაწყვიტა და "პარი-სენ-ჟერმენს" შეუერთდა.

გასულ სეზონში სიმონსს დიდ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა, თუმცა მან მაურისიო პოჩეტინო დიდად აღფრთოვანებული არ დატოვა. ჯერჯერობით ხავის პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ 7 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.

სეზონის ბოლოს მას კონტრაქტის ხანგრძლივობა ეწურება და ბევრი მის წასვლაზე ალაპარაკდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავი ერნანდესს სურს ახალგაზრდა ფეხბურთელის დაბრუნება, თუმცა მესიმ ესპანელი სპეციალისტი გადაარწმუნა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია