ბულინგის მსხვერპლი გიგანტი ხელბურთელი
ავტორი: Salo Qobalia • 21-01-2021, 10:43

ხელბურთში, ვაჟთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაჩაღებულა, რომელსაც ეგვიპტე მასპინძლობს. ჯერ ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ჩემპიონის ვინაობასაც აუცილებლად შეგატყობინებთ.
მანამდე კი ხელბურთელთა პლანეტის პირველობა ყურადღების ცენტრში სხვა კუთხით მოექცა, მთავარ როლში კი სრულიად უცნობი აფრიკელი ხელბურთელი მოგვევლინა, რომლის შესახებაც ვეჭვობთ აქამდე ბევრს სცოდნოდა.
გოტიე მვუმბი – სპორტსმენი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, რომელიც გაბარიტების მიხედვით ხელბურთს ნაკლებად შეეფერება და უფრო სპორტის სხვა სახეობას მოუხდებოდა, თუმცა ყველას სულისკვეთების და ბრძოლისუნარიანობის მაგალითი კი აჩვენა.
კონგოელი ხელბურთელი 130 კილოგრამს იწონის და სწორედ ამის გამო გახდა საზოგადიების ნაწილის ქილიკის ობიექტი. მას სოციალურ ქსელში ნამდვილი ბულინგი მოუწყვეს და დამცინავად მოიხსენიებდნენ.
„ინტერნეტს დიდ დროს არ ვუთმობ, მაგრამ ვიცი რომ ჩემზე ბევრი არასასიამოვნო რამ დაიწერა. დამცინეს და გამაკრიტიკეს. ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ეს ძალიან განიცადეს, მე კი დიდად არ ვდარდობ, რადგან ამ ყველაფერს მოტივაციისთვის ვიყენებ.
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვითამაშეთ და ამით ბედნიერი ვარ. შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. უბრალოდ გვინდოდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სახელი გაგვეთქვა და საკუთარი ხალხი გაგვეხარებინა“ – ამბობს გიგანტი კონგოელი ხელბურთელი.
სხვათა შორის, კონგოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. ამისთვის მათ ბოლო მატჩში ბაჰრეინი უნდა დაემარცხებინათ, მაგრამ 27:34 წააგეს. გოტიე მვუბიმ 5 გოლი გაიტანა, ჯამში კი ტურნირზე 13 გოლი შეაგდო.