უცნაური ბარტერი - მანჩესტერი რონალდუს პოჩეტინოში გაცვლას გეგმავს
ავტორი: Salo Qobalia • 7-02-2022, 01:56

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონის ბოლოს შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ პსჟ-ს შესთავაზოს და ის მაურისიო პოჩეტინოში გაუცვალოს. ინფორმაციას ბრიტანული Mirror-ი ავრცელებს.
„იუნაიტედი“ პოჩეტინოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნომერ პირველ ვარიანტად განიხილავს და როგორც ცნობილია არგენტინელსაც დიდი სურვილი აქვს, რომ „წითელი ეშმაკები“ ჩაიბაროს.
წყაროს ცნობით, რონალდუ „იუნაიტედის“ შედეგებით იმედგაცრუებულია და უკვე გუნდის შეცვლას განიხილავს. მას მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და ტურნირის მოგებისთვის ბრძოლა სურს. ამ გადმოსახედიდან კი „მანჩესტერთან“ ერთად ამის გაკეთება გაუჭირდება. ჯერ ისიც არ არის გარანტირებული, რომ „მანკუნიანელები“ ოთხეულში მოხვდებიან.
გამოცემის ცნობით, ორივე კლუბს შეუძლია ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ეს უჩვეულო გაცვლა განახორციელონ.
რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიატურას განიხილავენ. მათი მთავარი კონკურენტი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გახლავთ. ზიზუმ შესაძლოა „მამლები“ ჩაიბაროს.