კამბოსოსი VS ჰეინი - დაუმარცხებლების ბრძოლა ავსტრალიაში შედგება

ავტორი: Salo Qobalia • 7-02-2022, 01:55



ჯორჯ კამბოსოსი, რომელმაც გასულ შემოდგომაზე თეოფიმო ლოპესი დაამარცხა, დევინ ჰეინისთან ბრძოლას გეგმავს. მოკრივეები ბრძოლის დეტალებს ათანხმებენ, რომელიც სავარაუდოდ ავსტრალიაში გაიმართება.

ცხადია, ორთაბრძოლის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი სპონსორის ჩართვა მაქსიმალურად დიდი კომერციალიზაციის მიზნით. 

ამ ეტაპზე შესაძლო ორთაბრძოლის მონაწილეები ორგანიზატორებთან ორ საკითხზე შეთანხმდნენ, ბრძოლა ავსტრალიაში გაიმართება და ორივე მოკრივე თანახმაა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს. დევიდ ჰეინის თქმით, ბრძოლა დიდი ალბათობით გაზაფხულზე ჩაინიშნება.

მიმდინარე წლის დასაწყისში ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა 2022 წელს შვიდი ყველაზე სასურველი საკრივო ორთაბრძოლების სია. შვიდეულში ჯორჯ კამბოსოსი-დევინ ჰეინის ორთაბრძოლაც შევიდა, ჰეინის განცხადებიდან გამომდინარე კი ამ ბრძოლის გამართვა ძალიან რეალურია.

პროფესიულ რინგზე ავსტრალიელმა ჯორჯ კამბოსოსიმ 20 ბრძოლა გამართა და დაუმარცხებელია. მის მსგავსად, ჰეინიც დაუმარცხებელია, რომელმც პროფესიულ რინგზე 27 ბრძოლა ჩაატარა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია