"ეს შესაძლებელია" - უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ოთხთა ფინალის მოწყობას გეგმავს

ავტორი: Salo Qobalia • 7-02-2022, 01:54



უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ოთხთა ტურნირის ფორმატით ჩატარების შესახებ ისაუბრა.

საუბარია ნახევარფინალში მყოფ ოთხეულზე, რომლებიც ერთ ქალაქში შეიკრიბებიან და ნეიტრალურ მოედანზე თითო მატჩიან დაპირისპირებას გამართავენ, როგორც ეს სანაკრებო ტურნირებზე ხდება. მსგავსი რამ პანდემიის დროს 2019-20 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ასეთი ფორმატით ტურნირს ლისაბონმა უმასპინძლა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ სეზონში მეოთხედფინალებიც ერთმატჩიანი იყო, მაგრამ ეს პანდემიისგან გამოწვეული სირთულეებისგან იყო განპირობებული.

- ჩემპიონთა ლიგაზე ვითარდება თუ არა ფინალური ოთხეულის იდეა?

„პანდემიის გამო, ჩვენ ჯერ არ გვქონია კონკრეტული დისკუსია, მაგრამ ვფიქრობ, ეს კარგი იქნება. მე განვიხილე ეს საკითხი რამდენიმე კლუბის პრეზიდენტთან, მათ შორის ნასერ ალ-ხელაიფისთან (პსჟ-ს პრეზიდენტი და ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელი) და ისინიც ეთანხმებიან ამას.

 ფეხბურთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკული ფეხბურთი, მაგრამ სუპერ ბოული მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ აუნაზღაურონ კლუბებს ნახევარფინალში საშინაო მატჩების არარსებობის ზარალი. ეს შესაძლებელია“.

- ეს 2024/25 წლების სეზონში მოხდება?

„მეეჭვება, რომ ეს ასე სწრაფად მოხდეს, მაგრამ მინდა, რაც შეიძლება მალე გავაკეთო“,

– ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს The Telegraph-ი.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია