რუნი: "რამდენიმე დღე უბრალოდ სადღაც ვიკეტებოდი და ვსვამდი"

ავტორი: Salo Qobalia • 7-02-2022, 01:52



„დერბის“ მწვრთნელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნისას ალკოჰოლთან მიმართებით პრობლემა ჰქონდა.

„დიდი დრო დასჭირდა იმის სწავლას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს. თქვენ, აღმოჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც არასასიამოვნოდ იგრძნობთ თავს.

 ბევრი შეცდომა დავუშვი. ხან პრესაში მოვხვდი, ხან – არა. გამიჭირდა გაზეთებში ყველაფერთან გამკლავება, ასევე მთავარ მწვრთნელ ფერგიუსონთან და ჩემს ოჯახთან ურთიერთობა.

 იყო პერიოდები, როცა მატჩები არ გვქონდა და დრო მქონდა. რამდენიმე დღე უბრალოდ სადღაც ვიკეტებოდი და ვსვამდი, ვცდილობდი ეს ყველაფერი თავიდან ამომეგდო. ხალხმა შეიძლება იცოდეს, რომ ხანდახან მიყვარდა დალევა, მაგრამ ეს ბევრად უფრო რთული იყო.

 ყველაფერი ერთმანეთს ემთხვეოდა: შენი ქვეყნისთვის, მანჩესტერ იუნაიტედისთვის თამაში, ზეწოლა იმის გამო, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდებოდა. როცა ვიზრდებოდი, ასეთი რაღაცეების გაზიარება არავისთან არ იყო მიღებული, როგორმე უნდა მოგეხერხებინა და დახმარება არ გეთხოვა.

 როცა რაღაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ალკოჰოლთან იყო დაკავშირებული. არაფერი ცუდი არ მომხდარა, როცა ფხიზელი ვიყავი. და ამიტომ მომიწია ამ საკითხთან გამკლავება. ახლა ალკოჰოლთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. პრობლემა აღარ მაქვს. ხანდახან ვსვამ, მაგრამ არა როგორც ადრე. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. მაგრამ არასდროს მქონია ისეთი მომენტი, როცა თავი ალკოჰოლიკად მიმაჩნდა“,
- თქვა რუნიმ Amazon-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მის კარიერას ეძღვნება.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია