რანგნიკის საქციელმა "იუნაიტედის" ფეხბურთელები ძალიან გააბრაზა - EXPRESS
ავტორი: Salo Qobalia • 7-02-2022, 01:49

ბრიტანული გამოცემა Express-ის ინფორმაციით, რალფ რანგნიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები კიდევ ერთხელ გააბრაზა და გასახდელში სიტუაციაც დაიძაბა.
"წითელი ეშმაკები" უკმაყოფილოები არიან იმის გამო, თუ როგორ ექცევიან რანგნიკი და ზოგადად "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ჯესი ლინგარდს.
ინგლისელი სათამაშო დროს ფაქტობრივად ვერ იღებს, ზამთარში კი მისი ტრანსფერი დაბლოკეს და "იუნაიტედში" ძალით დატოვეს.
ფეხბურთელებს არ მოსწონთ ამგვარი ქცევა და თვლიან, რომ ლინგარდი ამას არ იმსახურებს, შესაბამისად რანგნიკი ცდება.
სავარაუდოა, რომ მოახლოებულ მატჩებში ლინგარდი სათამაშო დროს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ატმოსფერო კიდევ უფრო მეტად გაფუჭდება.