ვის რა დარდი აქვს მელბურნულ კარანტინში? – ტომიჩის შეყვარებულის ჭმუნვაი საკვირველი

ავტორი: Commander • 21-01-2021, 10:42


მოკლედ, წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობა კიდევ დიდხანს დარჩება მსჯელობის საგნად და ამ მხრივ წმინდა სპორტულ კუთხეს სულაც არ ვგულისხმობთ. მსოფლიო პრესა აქტიურად განიხილავს, აქვეყნებს მასალებს და ჩოგბურთელთა კომენტარებს სავალდებულო კარანტინში ყოფნის შესახებ. ვინ როგორ უმკლავდება სრულ იზოლაციას.

ისე, რიგ ჩოგბურთელებს გაუმართლად და ისინი ოთახში მარტო გამოკეტილები არ არიან. მაგალითად, ავსტრალიელი მეჩოგნე ბერნარდ ტომიჩი, რომელიც ერთი ხანობა მსოფლიოს ოცეულშიც კი იყო, ახლა კი ორასეულს მიღმაა მელბურნის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინს მეგობარ გოგონასთან ერთად გადის.
ვანესა სიერა ცნობილი მოდელია. ავსტრალიელი ლამაზმანი ჩოგბურთელის სატრფოა და გადაწყვიტა კარანტინშიც მასთან ერთად წასულიყო, თუმცა ვგონებთ ამ ნაბიჯს უკვე ნანობს, რაც მისი კომენტარიდან აშკარად იგრძნობა.

„ნომერში მხოლოდ ერთი სველი წერტილი გვაქვს, მე კი ეს დიდი უხერხულობაში მაყენებს, რადგან როდესაც ოთახში ვინმე იმყოფება, საპირფარეშოში შესვლა მრცხვენია. არ ვიცი რა ვქნა. უკვე მესამე დღეა და ვცდილობ მოვითმინო, თუმცა ორი კვირა ხომ ვერ გავძლებ? კი, ის ჩემი უსაყვარლესი ადამიანია, მაგრამ ეს ბარიერი ბერნარდთან ურთიერთობაში ჯერ კიდევ ვერ გადავლახე.

კარანტინის კიდევ ერთი ცუდი მხარე ის არია, რომ თმებს ვერ ვიბან. მე არასდროს გამიკეთებია ეს ჩემით. საკუთარი სტილისტი მყავს და თავს ის მბანს. ეს რა უბედურებაა? ერთი სული მაქვს კარანტინი დასრულდეს და ვარცხნილობა გავიკეთო“ – ამბობს ბერნარდ ტომიჩის მეგობარი გოგონა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია