El Confidencial: მესი საფრანგეთში მოტივაციას ვერ პოულობს

ავტორი: Salo Qobalia • 6-02-2022, 15:50



მესი, რომ პსჟ-ს ამ დრომდე ვერ შეეწყო და ადაპტაციის გავლაც უჭირს, ეს ახალი ამბავი არ არის. გასულ დღეებში ლეო ბარსელონაში ჩავის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

ვახშამს, რომელიც იაპონურ რესტორანში შედგა მესისთან და ჩავისთან ერთად, ალბა და ბუსკეტსიც ესწრებოდნენ. ასევე მათი მეუღლეები.

El Confidencial-ის ცნობით, მესიმ საუბრისას აღნიშნა, რომ პარიზში ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა. ახალი ქვეყანა, ახალი კლუბი და გუნდელები, ახალი კლიმატი, ენობრივი ბარიერი.

როგორც ცნობილია, მესისთან შედარებით გაცილებით რთულად გადიან ადაპტაციას ლეოს ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილები.

წყარო წერს, რომ ლეოს ბარსელონური კლიმატი ენატრება. სახლი, რომელსაც საცურაო აუზი და ფეხბურთის მოედანი ჰქონდა. პარიზში კი კლიმატიდან გამომდინარე მის ამჟამინდელ სახლს მსგავსი რაღაცები არ აქვს.

და რაც მთავარია - წყარო წერს, რომ მესი საფრანგეთში მოტივაციას ვერ პოულობს. ეს ყველაფერი კი მის თამაშზე პირდაპირ არის ასახული. გარდა ამისა, ლეოს პოჩეტინოსთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ფეხბურთელი მწვრთნელის მეთოდებით უკმაყოფილოა და მას აღარ ენდობა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია