გუარდიოლა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე: "ის ფაქტი, რომ მსგავსი რამ 21-ე საუკუნეში ხდება დამთრგუნველია"
ავტორი: Salo Qobalia • 6-02-2022, 01:05

პეპ გუარდიოლამ რუსეთთან ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
პეპი ოლეკსანდრ ზინჩენკოსთან საუბარს გეგმავს, რომ მას მხარდაჭერა გამოუცხადოს.
„დიახ, ჩვენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ ჯერ არა. ის ტრავმის შემდეგ ახლახან დაბრუნდა და აქამდე მის ჯანმრთელობაზე ვიყავით ორიენტირებულნი.
ის ფაქტი, რომ მსგავსი რამ (უკრაინის მოვლენები) 21-ე საუკუნეში ხდება დამთრგუნველია. ამის მიღება რთულია. მე ზინჩენკოს აუცილებლად დაველაპარაკები. მან ამ მოვლენების შესახებ ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის“.
როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული და მთელი მსოფლიო ომის დაწყებას ელის.
„მანჩესტერ სიტი“ დღეს FA Cup-ზე საკუთარ კედლებში „ფულემს“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ტურნირს გუშინ ერთ-ერთი ფავორიტი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოეთიშა, რომელიც საკუთარ მოედანზე „მიდლსბროსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.