ბარსა უახლოეს დღეებში კრისტენსენისა და ასპილიკუეტას ტრანსფერების დახურვას გეგმავს

ავტორი: Salo Qobalia • 6-02-2022, 01:04



„ბარსელონა“ უახლოეს დღეებში გეგმავს, რომ „ჩელსის“ ორი მცველის სეზარ ასპიპლიკუეტას და ანდრეას კრისტენსენის ტრანსფერები დახუროს. კატალონიელებს ორივე მათგანთან შეთანხმება უკვე თითქმის მიღწეული აქვთ.

32 წლის ასპილიკუეტასა და 25 წლის კრისტენსენს სეზონის ბოლოს „ჩელსისთან“ კონტრაქტები უსრულდებათ და „ბარსა“ მათ სრულიად უფასოდ გაიფორმებს.

Sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ დაცვის გაძლიერებას გეგმავს და ამ მიმართულებით კლუბი სერიოზულად მუშაობს, თუმცა მეორეს მხრივ თანხების მაქსიმალურად დაზოგვას ცდილობენ, რადგან მთელი რესურსის თავდამსხმელის შესაძენად ინახავენ. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელები ერლინგ ჰოლანდის გადაბირებით ინტერესდებიან.

ასპილიკუეტასთან „ბარსამ“ უკვე თითქმის ყველა დეტალი შეათანხმა და მას 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

რაც შეეხება კრისტენსენს, მას რამდენიმე ვარიანტი აქვს, თუმცა მისთვის პრიორიტეტს „ბარსელონაში“ გადასვლა წარმოადგენს. „ჩელსის“ დანიელის გუნდში დარჩენა სურს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს.

მომავალ კვირაში „ბარსელონა“ კრისტენსენისგან უკვე პასუხს ელის. როგორც წყარო წერს, კლუბს სურს, რომ ეს ტრანსფერები რაც შეიძლება მალე დაასრულოს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია