უცხოურ შეკრებამდე საბურთალო ამხანაგურ მატჩებს საქართველოშიც გამართავს

ავტორი: Commander • 21-01-2021, 10:42


საქართველოს ეროვნული ლიგის განახლების წინ საბურთალომ 2021 წლის პირველი მატჩი, შევარდენის წინააღმდეგ უკვე გამართა და ანგარიშით - 3:0 გაიმარჯვა.

აღნიშნულ მატჩში გოლი იური ტაბატაძემ კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გაიტანა, მეორედ მოწინააღმდეგის კარი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ლევან ნონიკაშვილმა აიღო, ხოლო შეხვედრის ანგარიშის საბოლოო წერტილი რაფიქ ამინუმ დაუსვა, რომელიც ბოლოს სწორედ შევარდენში თამაშობდა

შევარდენის შემდეგ საბურთალო ლოკომოტივს დაუპირისპირდება. ამხანაგური შეხვედრა თბილისურ გუნდებს შორის 24 იანვარს შედგება, 29  იანვარს საბურთალოს მეტოქე გარეჯი იქნება, ხოლო 3 თებერვალს -  ვიტ ჯორჯია.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია