ექვს ერში დებიუტი: ,,შრომა და სტრესი, რაც ამ გზაზე გავიარე, დამიფასდა"

ავტორი: Salo Qobalia • 6-02-2022, 01:03



6 თებერვალს, ნიკა ამაშუკელს საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე ექვს ერში დებიუტი ექნება. ამაშუკელი მთავარი მსაჯის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო ორი კვირის შემდეგ ირლანდიისა და იტალიის შეხვედრაში იმსაჯებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტურნირზე ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელი იმსაჯებს.
შრომა და სტრესი, რაც ამ გზაზე გავიარე, დამიფასდა და ბედნიერი ვარ, ასეთი დანიშვნები რომ მივიღე. ჩემთვის ახლაც კი უცხოდ ჟღერს, ექვსი ერის ტურნირში ცენტრს რომ ვიმსაჯებ. სიმართლე გითხრათ, გვერდით მსაჯად დანიშვნას ველოდი, ცენტრზე კი ვერც ვოცნებობდი.
 სტად დე ფრანსზე გვერდითი მსაჯი ვარ, რა დროსაც სხვა დეტალებზე გიწევს ყურადღების გამახვილება და საინტერესო გამოცდილება იქნება. დუბლინში კიდეებიდან ინგლისელები დამეხმარებიან. მეთიუ ქერლი გამორჩეული, ტოპ-მსაჯია. კრისტოფერ რიდლი ახალგაზრდაა. ჩვენი საერთაშორისო ასპარეზი 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან, ერთდროულად დაიწყო, მასთან ვმეგობრობ და ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ამაშუკელისთვის წარმატებული იყო - ქართველმა მსაჯმა 7-კაცას მსოფლიო სერიებზე იმსაჯა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა რეფერი ამ დონის ტურნირზე გამოჩნდა.
ნიკა ამაშუკელი ასევე პირველი ქართველი მსაჯი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმუშავა.
2021 წელს ამაშუკელის დებიუტი ტიერ 1-ის მატჩებზეც შედგა.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია