''ქინქლაძე შოუმენი და საფეხბურთო ჯადოქარი იყო'' - ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან

ავტორი: Salo Qobalia • 5-02-2022, 01:34



''მან. სიტიმ'' გიორგი ქინქლაძის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმის ერთი ეპიზოდი, რომელიც ქინქლაძის ''საუთჰემპტონთან'' გატანილ ბრწყინვალე გოლს ეხება, კლუბმა YouTube-ში ატვირთა. ''მან. სიტი'' - ''საუთჰემპტონის'' კომენტატორი ჯონ ჩემპიონი გოლის ეპიზოდს იხსენებს.

''1996 წლის 16 მარტს საკომენტატორო ჯიხურში ვიჯექი. კარგ მომენტს ყოველთვის ველოდებოდი, თუმცა არა ისეთს, რომელზეც საუკუნის მეოთხედზე მეტხანს ისაუბრებდნენ. ეს მსოფლიო დონის მომენტი იყო. მან დრიბლინგი 9 წამში შეასრულა, შემდეგ მეკარე ''დააწვინა'' და ბურთი თავზე გადაუგდო. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს განსაკუთრებული მომენტი იყო, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა 25 წელი და ამ გოლთან დაკავშირებით ინტერვიუს მივცემდი.

 ქინქლაძეს შენი სავარძლიდან წამოყენება და სხვა განზომილებაში, ფანტაზიის განზომილებაში გადაყვანა შეეძლო. ასეთი მოთამაშეები იყვნენ ერიკ კანტონა და დენის ბერგკამპი. ასევე, გიორგი ქინქლაძე, რომელსაც ისეთი რამის შექმნა შეეძლო, რაც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებოდა.

 მასზ ფიქრისას გონებაში შოუმენი და საფეხბურთო ჯადოქარი მოდის. იმ პერიოდში ''მან. სიტი'' კრიზისში იყო, გუნდისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. ქინქლაძე, როგორც კლუბის ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც ტანმოვარჯიშის მსგავსად შესანიშნავად იცავდა ბალანსს, პროფესიონალი ჯობის ქურდის ''ეშმაკობა'' და ''ასტონ მარტინის'' აჩქარება ჰქონდა.

 ხშირად ისმის კითხვა, ითამაშებდა თუ არა დღევანდელ ''მან. სიტიში''. ვფიქრობ, მისი დონის ტალანტი დღევანდელ ''მან. სიტიში'' არავის აქვს. ტალანტების დახუნძლულ გუნდშიც კი არავინაა ისეთი, რომელიც ქინქლაძესთან ახლოსაა. ჩემი აზრით, საკუთარ ნიჭს დღესაც გამოავლენდა. როცა გამოუცდელი ფეხბურთელი დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა, ის ან ქრება ან ვითარდება, მე კი ვფიქრობ, რომ ქინქლაძე განვითარდა, გაიზარდა''.





მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია