„გიგა ერთ-ერთი საუკეთესოა" - დენ ჰუკერმა ჭიკაძეზე ისაუბრა
ავტორი: Salo Qobalia • 5-02-2022, 01:32

UFC-ის მებრძოლმა, დენ ჰუკერმა გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლაზე ისაუბრა. „ჰენგმენმა“ ინტერვიუ LowKick MMA-ის მისცა და განაცხადა, რომ სჯერა, „ნინძა“ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
„პირველ რაუნდში კატარმა მნიშვნელოვანი თეიქდაუნი გაიფორმა, როცა გიგას ფეხი დაუცდა. კელვინმა გვაჩვენა გზა, რომლითაც ჭიკაძის დამარცხებაა შესაძლებელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნინძა რამდენიმე პატარა ცვლილებას განახორციელებს და დაბრუნდება, რათა უმაღლესი ადგილისთვის იბრძოლოს.
ჩემი აზრით, ამ დივიზიონში გიგა ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და მას დიდი ხანია, თვალს ვადევნებ, მაგრამ კელვინმა დაგვანახა, რომ ჰოლოუეისგან მიღებული გაკვეთილის სწავლა, ადაპტაცია, პროგრესის მიღწევა და უფრო ძლიერ მებრძოლად დაბრუნება შეუძლია, ვიდრე იქამდე იყო. ბრძოლის შემდეგ, ჭიკაძის კომენტარებს რაც შეეხება, არ შეიძლება, ადამიანი გაანადგურო იმიტომ, რომ თავდაჯერებულია. UFC-ში მხოლოდ ერთი მარცხი რომ მქონდეს, იმდენ რაღაცას ვიტყოდი, ვერ გამაჩერებდით.“
შეგახსენებთ, რომ გიგასა და კატარის დაპირისპირება საღამოს საუკეთესო ბრძოლად გამოცხადდა, რისთვისაც მათ UFC-სგან ბონუსი გადაეცათ. ბრძოლის შემდეგ, ამერიკელმა განაცხადა, რომ ჭიკაძის მხრიდან უპატივცემულობას ჰქონდა ადგილი, როცა იგი ალექსანდერ ვოლკანოვსკიზე იყო კონცენტრირებული და არა მის მომდევნო მეტოქეზე.